მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამადაშვილი: იმედია არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„იმედია არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას პარლამენტში სხდომაზე.

“როდესაც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტმა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და საერთო დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს მოიხსენიებთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს. იმედია, ამ დარბაზში არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ „8 მარტის შეთანხმება“ ჩაიშალა, რომლის ნაწილიც არის პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლება.

„მაინტერესებს თქვენგან მოვისმინო პასუხი, 8 მარტის შეთანხმების ჩაშლა მიაყენებს თუ არა დარტყმას ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიულ ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო სასიცოცხლოდ დამოკიდებულია იმ დახმარებაზე, რომელიც მათ უნდა გაუწიონ ქართველ ხალხს“, - მიმართა კითხვით სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრს.