მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამწუხაროდ მელია მართლმსაჯულებას ეთამაშება, რაც შესაძლოა, ხელბორკილებით დასრულდეს - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი ახალი ჯგუფი

„ქართული საზოგადოება ნიკანორ მელიას მორიგი შოუს მხილველი ხდება, რომელიც აბსურდული მიზეზით უარს აცხადებს გირაოს თანხის გადახდაზე. ერთის მხრივ აცხადებს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, რომელიც პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს?!, ხოლო მეორეს მხრივ, უარს აცხადებს კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს.

დავით ჩიხელიძე საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას წარსულს ახსენებს.

„ზოგადად მელია და კანონის პატივისცემა, ეს ორი განსხვავებული და არათავსებადი მოცემულობაა. ბატონი ნიკანორი რომ კანონს და კანონის დამცველებს მტრობს, ეს არახალია, გავიხსენოთ მისი წარსული და ყველა დავრწმუნდებით, როგორი „კანონმორჩილი მოქალაქეა“

1) ზუგდიდის შემთხვევა, როდესაც მელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამეგრელოს პოლიციის უფროსს

2) გურჯაანის შემთხვევა (ველისციხე) მელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს

3) გლდანი. ნიკა მელია შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროს. აღნიშნული ნათლად ადასტურებს მელიას ბუნებას და კანონის არად ჩაგდებას.

რაც შეეხება მის განცხადებას თითქოსდა ის პატივს სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ფაქტები აქაც საპირისპიროს გვიმტკიცებს. ალბათ ყველას გვახსოვს, პარლამენტზე შტურმის ეპიზოდი, შტურმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და ინიციატორი სწორედ მელია გახლავთ! თითოეული მოქალაქის ვალია, შეასრულოს, პატივი სცეს კანონის და სამართალდამცავი ორგანოების კანონიერ მოთხოვნას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს არის მოცემულობა, რომელსაც მელია ვერ შეცვლის. სამწუხაროდ მელია მართლმსაჯულებას ეთამაშება, რაც შესაძლოა ხელბორკილებით დასრულდეს,“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის ენმ-ს თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება. როგორც მელია აცხადებს, მას 40 000 ლარი აქვს გადასახდელი, თუმცა ამ თანხის გადახდას არ აპირებს.