მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგო ჩიხლაძე ოქრიაშვილზე: წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ, წაგებაზე ვმუშაობო

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოქრიაშვილი მედროვეობის მაგალითია.

„უტიფრობის, უპრინციპობის და მედროვეობის კლასიკური მაგალითი – ოქრიაშვილი! 9 წელი რომ ნაცების მეხოტბე ხარ, მერე 8 წელი ოცნების აპოლოგეტი, მერე ისევ ნაცზე უფრო ნაცი ხდები და სხვას ქოცობაში სდებ ბრალს.

17 წელი რომ პარლამენტში ზიხარ, თან თითო წამალში რომ 300%-ს უგებ და თან რომ წუწუნებ, წაგებაზე ვმუშაობო. ფუუ“, – წერს ჩიხლაძე სოციალურ ქსელში.