მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: დახვრეტაც რომ მოგვისაჯონ, არსად არ შევალთ

ნათელაშვილი ხელისუფლებაში ყოფნას ორი ვადით აპირებს

„ჩვენს ქვეყანაში პუტინისტური დიქტატურა მყარდება“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება ხელისუფლებასთან.

„შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, სანამ ევროკავშირი და აშშ არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში.

დაექვემდებაროს სანქციებს ყველა ე.წ. პარლამენტის წევრი და პოლიტიკური პარტიებისგან, პარლამენტში არშესული ოპოზიციონერი დეპუტატებისგან შეექმნას სახალხო პარლამენტი, როგორც საკონსულტაციო მაკოორდინებელი პოლიტიკური ორგანო გარდამავალ პერიოდში“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, არცერთი პარტია არ შევა პარლამენტში.

„დახვრეტაც, რომ მოგვისაჯონ არსად არ შევალთ, სანამ არ დავამხობთ უკანონო არადემოკრატიულ რეჟიმს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მეთოდებით“, - დასძინა შალვა ნათელაშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა. არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ირაკლი კობახიძე: პარტიის აკრძალვის უფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს, საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას

👉 ხატია დეკანოიძე: „ქართული ოცნების“ შანტაჟის არ გვეშინია