მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, უარგუმენტო საუბარს შეჩვეული ვართ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებული კანონპროექტები გაუგზავნონ ვენეციის კომისიას და ეუთო ოდირს, ამის შემდეგ კი მოხდეს მეორე მოსმენაზე კანონპროექტის გატანა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ გადათვლასთან დაკავშირებით და ა.შ.

„სამწუხაროდ, უარგუმენტო საუბარს შეჩვეული ვართ. ფაქტია, რომ მცირედი გადახრაც თუ იქნებოდა, ვინმეს აუცილებლად ნახავდნენ და აყვებოდა მათ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან, აგრეთვე, ისაუბრა დღევანდელ კანონპროექტთან დაკავშირებითაც.

„სისტემა არის იმისთვის, რომ ყველა პარტიას ჰქონდეთ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანაბარი უფლება“, - დასძინა პაპუაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ხელისუფლებასა და მათ შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 სანდრო რაქვიაშვილი: პარტიების მხრიდან თანხის აღება არჩევნების შედეგების ირიბი აღიარებაა

🧐 გიორგი ვაშაძე: გამოსავალი ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს და არა ოპოზიციამ