მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო

პრეზიდენტის სასახლე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ორგანიზებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაიწყო. 

შეხვედრას მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა.

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა.

მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და მიიღეს წევრები.

პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერ მინისტრის პერიოდში, თქვენი კოლეგის ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიწვიოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევას და საქართველოს ინტერესებს იმოქმედებს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მოხალისე დეესკალაცია და გაერთიანებული ძალები, რათა შევადგინოთ პოლიტიკური დიალოგი.

მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით ერთმანეთს შეხვდნენ.“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „პრინციპები რისთვისაც ვიბრძოდით უცვლელია - პოლიტპატიმრები გარეთ და არავითარი პლებისციტი“ - ნათელაშვილი