მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოთა გულბანი: ნათია თურნავამ ოპოზიციას ბიზნესის ტოტალური ტერორი გაახსენა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია - სიმართლე, რთული მოსასმენია

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში

„ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას ყველა ის ღონისძიება, რაც მთავრობამ პანდემიის სამართავად განახორციელა, უმაღლეს დონეზე დაიცვა. ოპოზიცია, რა თქმაუნდა, აბსურდული და ცრუ ბრალდებებით შემოიფარგლა და მორიგ ჯერზე დაიმცირა თავი მისი ამომრჩევლის წინაშე. იმიტომ, რომ არცერთი ცრუ ბრალდება თურნავას მხრიდან უპასუხოდ არ დარჩენილა,“ - ასე გამოეხმაურა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა საკანონმდებლო ორგანოში და ამომწურავად გასცა პასუხი დასმულ შეკითხვებს.

ექსპერტის განცხადებით, განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო ის მომენტი, როცა ნათია თურნავამ ოპოზიციას ბიზნესის ტოტალური ტერორი გაახსენა, რამაც მათი გაღიზიანება და ხმაური გამოიწვია.

„ასეა, სიმართლე რთული მოსასმენია და როცა პასუხი არ გაქვს, ხმაურის ატეხვაა ერთადერთი გამოსავალი,“ - აღნიშნა შოთა გულბანმა.