მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება უნიკალური საჩუქარია

არჩილ თალაკვაძე და ბიძინა ივანიშვილი

„იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება - ეს არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეი არჩილ თალაკვაძე აცხადებს.

„ბიძინა ივანიშვილმა წარსულში, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში - ეს არის მისი უცვლელი ხელწერა.

თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა.“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდი „ქართუ“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება.