მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ჩაითვლება, რომ მისი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს

პარლამენტის თავმჯდომარე

„თუ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვიან უარს, ჩაითვლება, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტსა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვაზე საუბრისას, „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, იმ პირობებში, როდესაც იგი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.

„თუ ოპოზიციას მართლა სჯერა თავისი განცხადების, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და ფაქტები წარმოადგინოს.

ადამიანი როდესაც გეუბნება, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ უარს ამბობს ამის გადამოწმებაზე, რა შეფასებას იმსახურებს? ეს რას ნიშნავს?“,- განაცხადა თალაკვაძემ.