მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ლელომ“ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო - ნული თეთრი

ტაბულას დამფუძნებელი

„პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას პატივს თუ არ სცემს, არც თქვენ გცემთ პატივს“, - ასე ეხმაურება გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ვაკის ოლქში „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატად, ლევან კობერიძის დასახელების ფაქტს.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, ლელომ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო.

„პოლიტიკოსი საკუთარ სიტყვას პატივს თუ არ სცემს, არც თქვენ გცემთ პატივს - ეგ გაითვალისწინეთ. ლელომ ვაკეში კანდიდატის დაყენებით, საკუთარ სიტყვას ფასი დაადო - ნული თეთრი,“ - წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი, რომელმაც მედიასაშუალების რედაქტორის პოსტი დროებით დატოვა და ქმრის, გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ვაკის ოლქში „ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან კობერიძე იქნება. მისი კანდიდატურის დაყენებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ის ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატის, ელენე ხოშტარიას კონკურენტი იქნება.