მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

შეჭირვებული ოჯახებისთვის

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს საკვები და სააფთიაქო ვაუჩერები გადაეცათ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

აქციაში ჩართული კომპანიებია „უნივერსამი“, „სპარი“, „SMT”. საქველმოქმედო აქციის მიზანია COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში, განსაკუთრებით მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მატერიალური მხარდაჭერა. პროექტის  ფარგლებში, მოქალაქეებს 300-ზე მეტი ვაუჩერი გადაეცათ.

საკრებულოს დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მოხალისეთა გადამზადების ტრენინგი გაიარა. დეპუტატი ასევე, აქტიურად არის ჩართული თბილისის საკრებულოს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში, როგორც მარტოხელა მოხუცების, ისე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, საკვები პროდუქტების და ნობათების გადაცემის პროცესში.