მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამაზ გაიაშვილი „ლელოს“ შეუერთდა

გაიაშვილი ლელოს შეურთდება

პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ „აირზენა-ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

თამაზ გაიაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაში ჩართვაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკაში მისი წასვლა მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო გახდა.

„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში“. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი და მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩემი მთავარი მესიჯია, შემოუერთდით „ლელოს“ და ერთად ავაშენოთ ბედნიერი საქართველო,“- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.