მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - სააკაშვილს გვარამიასთვის უთქვამს, ლუზერები ხართო

იურისტი თამთა მეგრელიშვილი

„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის უთანხმოება მოხდა.

მისივე თქმით, სააკაშვილი გვარამიასთან თანამშრომლობით უკმაყოფილოა:

„კერძოდ, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად, ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადოდ, ლუზერები ხართო.

არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსის განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო.

სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა - გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილიგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ ტვ პირველი უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული.

„ნაცმოს“ ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვეს, ამას მალე „გლავკანალის“ ეთერიდან გავიგებთ“, - ამბობს თამთა მეგრელიშვილი.