საფრანგეთის პრეზიდენტისგან ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ საპატიო ლეგიონის ორდენს განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გამოეხმაურა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტ მაკრონის მიერ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და 40-წლიანი, როგორც თავად ფრანგები უწოდებენ, უზადო და ღირსეული სამოქალაქო საქმიანობისთვის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეცენატს და ჩვენი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პრეზიდენტ მაკრონის დეკრეტში, რომ ამ ჯილდოს გადაცემა მოხდა საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ინიციატივით.
ეს ჯილდო, როგორც ვიცით, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ იქნა შექმნილი და მას შემდეგ გადაეცემა კაცობრიობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირებს. ეს საქართველოსთვის დიდი აღიარება და გამარჯვებაა.
პირველ რიგში, საქართველოს მინდა მივულოცო ეს ჯილდო, და ასევე ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელმაც როგორც საქართველოს, ისევე მსოფლიოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა და ეს წვლილი დღეს საფრანგეთის სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა“, - აღნიშნა წულუკიანმა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.
რუსეთის მხრიდან თავდასხმის საფრთხე უკრაინაში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%-ს) რეალურად მიაჩნია. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.
თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TİKA), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.
ქუთაისში, ჩხობაძის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მე-5 სართულიდან გადახტა. მიღებული ტრავმების შედეგად ის გარდაიცვალა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით დევნილი ოჯახებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა.