მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წესი ასეთია“ - პრეზიდენტი სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება

პრეზიდენტის გამოხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილი წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს მიესალმა.

სატელევიზიო ეთერში კი მის განცხადებას შემდეგი სახის კომენტარი მოჰყვა.

„სალომე ზურაბიშვილმა საათნახევრიანი გამოსვლა შეცდომით დაიწყო და მეათეს ნაცვლად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მიესალმა“.

პრეზიდენტი ამ კომენტარს ასე გამოეხმაურა 👇

„წესი ასეთია:

პრეზიდენტი ხსნის ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც ჯერ არ ჰყავს არჩეული თანამდებობის პირები. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს მიესალმა!“, - ნათქვამია განცხადებაში.

🔘 ცნობისთვის, დღეს, 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, რადგან ისინი ბოიკოტს აცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითეთ:

პრეზიდენტი: მედია ფუნქციას კარგავს და გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად

მიხეილ სააკაშვილი: ეს ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში