მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტი: გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან

სამხრეთ ოსეთი

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის, ალან ტადტაევის განცხადებით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვლილი პატიმრის საქმესთან კავშირში მყოფი პირები დაკავებული არიან.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

„დანაშაულში მონაწილე ყველა თანამშრომელი დაკავებულია, გადაწყვეტილია ყველა მონაწილის დასჯა“.

ცნობისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა.