მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წულუკიანი: მამაკაცებს სჩვევიათ ქალების დაკნინება საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად

იუსტიციის მინისტრი 2020

„მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა“, - ასე გამოეხმაურა ისუტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებას.

მისი თქმით, არაუშავს თუ თავს გესხმიან.

saakashvili-tsulukianze_o_h.jpeg „მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხდომების საგანი, მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. ყველა ადამიანმა, განსაკუთრებით კი ქალებმა, რადგან ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი, უნდა იცოდეს, რომ არაუშავს, თუ თავს გესხმიან. მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმე გავაგრძელოთ და განსჯა მივანდოთ საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებსაც ვერ დავაბრალებთ, „ქართული ოცნების“ და ჩემი მხარდამჭერობას, თავიანთი აზრი თქვეს და ეს, ვფიქრობ კარგია. მანამდე, როცა „ქართული ოცნების“ ქალ პოლიტიკოსებს თავს ესხმოდნენ, დუმდნენ ხოლმე. იმედი მაქვს, რომ მომავალში რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ორგანიზაცია და საზოგადოება იქნებიან ყურადღებით, რადგან მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა.

იმ სუბიექტზე კი, რომელიც კიევშია დაბუდებული, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დიდი გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანი 19 აგვისტოს შეურაცხმყოფლად მოიხსენია.