მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს?“ - იაგო ხვიჩია

გირჩის წევრი 2020

პოლიტიკური  პარტიების „გირჩის“ და „მოქალაქეების“ შეხვედრის შემდეგ  „გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან კორექტული ურთიერთობების გაღრმავებას აპირებს.

„ჩვენს შორის კორექტული ურთიერთობები არსებობს. გვინდა გავაღრმავოთ ურთიერთობები და გავიგოთ, მათი წუხილები, ვგულისხმობ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რა მღელვარებები აქვთ მათ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობა იქნება მისაღები ხელისუფლების მხრიდან.

თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს, რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ არჩევნებს?

ხოლო თუ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს იგებს და ამის შემდეგ ტარდება ახალი არჩევნები, რა არის ამაში პრობლემური და უსამართლო? ასევე, რატომ გამოჩნდება ოპოზიცია აქ დამარცხებული და დამცირებული?“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1 %-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის. პარლამენტში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის 4 დეპუტატი შევიდა, რომლებიც აღნიშნული პარტიიდან გამოვიდნენ და თავისი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ.

იხილეთ აგრეთვე:

🗒ალეკო ელისაშვილი პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას შეხვდება