მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, შეიძლება, აქციების განრიგში ცვლილებები შევიდეს“ - სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება წავა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ოპოზიციის აქციების განრიგში.

„ფასილიტატორ ელჩებს დავუდასტურეთ და იმავე აზრზე ვართ, რომ დიალოგი, მოლაპარაკებები და შეთანხმება ურთიერთკომპრომისების გზით, არის სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა,“ – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციები საერთოდ გაუქმებული ჰქონდა იმ იმედით, რომ ხელისუფლება წავიდოდა კონსტრუქციულ ნაბიჯებზე.

„ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო გაუარესებული სიტუაცია, კიდევ უფრო ღრმა კრიზისი ხელისუფლების ამ არაადეკვატური ნაბიჯების გამო. აქციები იქნება, ჩვენ დაანონსებული გვაქვს უკვე, თუმცა თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და საკუთარ მოთხოვნაზე სასაუბროდ ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მისი ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრებს, რადგან მისი განცხადებით, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანი ბერკეტია.

„მე ვფიქრობ, რომ ვიზიტის შედეგად რაღაც განსაკუთრებით ახალ მესიჯებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მთავარია, რომ ის ორივე მხარე შეხვდება, ოპოზიციასაც, ხელისუფლებასაც და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გარკვეული კიდევ დამატებით პოზიტიური როლი შეიტანოს ორი მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის საქმეში, ამის იმედი მაქვს გულწრფელად“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის მხარდასაჭერად აქციებია დაანონსებული. მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 10-მდე კარავი გაშალეს.

აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

იხილეთ აგრეთვე:

ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის და 5 მარტს კანცელარიის პიკეტირებას გეგმავს

ერთიანი ოპოზიციური პარტიები აქციაზე საერთო განცხადებას აჟღერებენ