მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ოპოზიცია ვერ შეთანხმდება, მე-5 რაუნდიც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა რაუნდები“ - ლევან იოსელიანი

„მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანი - Pia.ge

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

„გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შევცვალოთ ის სივრცე, სადაც ჩვენ, პოლიტიკოსები, ვეძებთ წარმატებას - არჩევნები და საარჩევნო ყუთი. ჩვენ ქართველ ხალხს უნდა დვუბრუნოთ რწმენა, რომ არჩევნებით ცვლილება შესაძლებელია.

მე-5 რაუნდს სჭირდება მომზადება და პოზიციების დაახლოება. თუ ვერ მივაღწევთ კომპრომისულ შეთანმებას, მე-5 რაუნდიც ისეთივე უშედეგო იქნება, როგორიც სხვა რაუნდები“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.

„თუ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებზე დავმარცხდებით, ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება ჩვენი ამომრჩევლის და ძალიან დიდი ხანი ოპოზიცია წელში ვერ გაიმართება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.