მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

„უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და მთლიან გუნდს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა არსებობს და მთავრობა მოწოდებულია იმისთვის, რომ პრობლემები მალე მოგვარდეს.

„ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე.

ბუნებრივია ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რა თქმა უნდა დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველა მოწოდებული ვართ, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები.

ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.