მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა დღეს ვინმე საქართველოს ადარებს რუსეთს და ნავალნის საკითხებს“- სალომე ზურაბიშვილი

 გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გახსნილიყო იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა და განათლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოჯორში იუნკერების მემორიალთან მივიდა პატივის მისაგებად.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველა ვინც პარალელს ავლებს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ამავდროულად საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ნავალნის საქმეებს შორის შეურაცხყობს იუნკერების ხსოვნას.

„დღევანდელ დღეს, როდესაც იუნკერებს პატივს მივაგებთ ამ ადგილას, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიებისთვის უნდა მივიჩნევდეთ, რომ უდიდესი შეურაცხყოფაა როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს და ნავალნის საკითხებს.

ამგვარი პოლიტიკური შეფასებები არის ამ ახალგაზრდების შეურაცხყოფა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.