მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უდუმაშვილი სადეპუტატო ხელფასზე: ვიმსჯელებთ თუ რა მიმართულებით მივმართავთ თანხებს

ნაცმოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ოპოზიციის წევრებისთვის სადეპუტატო ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

უდუმაშვილის თქმით, კონკრეტულად მას ანაზღაურება არ მიუღია. თუმცა უდუმაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შედგება.

„მე პირადად ჯერ არაფერი არ მიმიღია. ვიცი, რომ დეპუტატების რაღაც ნაწილმა მიიღო ასეთი შეტყობინებები, ზოგს სთხოვენ, რომ წარადგინონ საკუთარი რეკვიზიტები.

რა თქმა უნდა ამაზე მსჯელობა გვექნება როგორც ოპოზიციურ ფორმატში ისეთ შიგნით პარტიაში თუ რა მიმართულებით მივმართავთ ამ თანხებს, ეს იქნება უკან ხაზინაში დაბრუნება თუ რაღაც კონკრეტულ მიზანს მოემსახურება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სადეპუტატო ხელფასი ჩაერიცხა „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას. ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ანაზღაურება პარლამენტს უკან დაუბრუნა.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.