მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის პრემიერი: უკრაინა-საქართველოს ერთობლივი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ

დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრი

„უკრაინასა და საქართველოს  უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ ერთობლივი განვითარების კუთხით“, - ასე ეხმაურება უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

დენის შმიგალი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები განიხილა.

„უკრაინასა და საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ ერთობლივი განვითარების კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან განვიხილეთ თანამშრომლობის სფეროები ამ მიზნის მიღწევაში ჩვენი ქვეყნების დასახმარებლად. დიალოგის პლატფორმად უნდა იქცეს უკრაინა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა“, - აღნიშნავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.