მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა დავშოშმინდეთ და ვეცადოთ ერთმანეთს თავს არ დავესხათ“ - ნიკა მელია ოპოზიციას

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი

„ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაციამ, სამწუხაროდ, სხვადასხვა ფორმები მიიღო ყველასთვის. არ მინდა, რომ ასეთი ურთიერთობების გამღვივებელი გავხდე, პირიქით, ვცდილობ რაღაცნაირად ყველანი დავშოშმინდეთ და მოვექცეთ ნორმალურ კალაპოტში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ოპოზიციაში არსებულ დაძაბულობასა და აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პროცესი ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს.

„ჩემი აზრით, ოპოზიციამ მიუხედავად ყველაფრისა, იმის უნარი უნდა გამოვნახოთ, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხათ. პრობლემის გაღვივებასა და ცუდიდან უარეს ფაზაში გადასვლას წინ არაფერი უდგას, უბრალოდ ყველანი ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროცესი ნორმალიზდეს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გიგი წერეთლის მამის პარტიას ვეძახით“ - იაგო ხვიჩია

„ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს“ - ვოლსკი

თაკო ჩარკვიანი „მოქალაქეებს“: კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ