მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდათ, რომ ნელ-ნელა შემოგვაპარონ ჯერ ოკუპანტი, მერე ალბათ რუსული პასპორტები“- გიგა მაქარაშვილი

მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერი გიგა მაქარაშვილი - Pia.ge

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ღირსების საქმეს ქართველი ხალხი უყურადღებოდ არ დატოვებს.

ის აღნიშნავს, რომ სანამ ერთი ადამიანი იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, მანამდე ბრძოლა წაგებული არ იქნება.

„მორიგ ჯერზე ჩუვარდა „ქართულ ოცნებას“თავისი ტრიუკი, რომლითაც უნდათ, რომ ნელ-ნელა შემოგვაპარონ ჯერ ოკუპანტი, მერე ალბათ რუსული პასპორტები.

ამ ღირსების საქმეს ქართველი ხალხი არ ჩააგდებს. საქმე არის ძალიან მარტივად, სანამ ერთი ადამიანი არის ცოცხალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის იბრძვის, ეს ბრძოლა წაგებული არ არის.

ყველაფერს გააკეთებენ, რომ დააბრალონ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მერე თქვან, რომ ვინც იქ გულწრფელად აპროტესტებდა ეს ხალხი არის მართული და ა.შ.

არავითარი ფასი მათ განცხადებებს არ აქვს“- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

„კუდით ქვა ვასროლინეთ და ისე გავყარეთ ქვეყნიდან!“ - გიგა მაქარაშვილი

ზურაბ ჯაფარიძე: როდესაც მოქალაქეებს პირბადის არქონის გამო აჯარიმებენ, ამ ადამიანს კორტეჟით ატარებდნენ

„ის ადამიანები, რომლებიც პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან“- წილოსანი