მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: პარლამენტში რომც ვყოფილიყავით, ხელფასს არ ავიღებდით

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

როგორც პარტია „გირჩის“ წევრი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, მას სადეპუტატო ხელფასი არ ჩაერიცხა, რადგან რეკვიზიტები პარლამენტს არ აქვს.

„ყველამ კარგად იცის ჩვენი გადაწყვეტილება და ხელფასისთვის ანგარიშის გაგზავნა არ არის ნორმალური. ანგარიშს გავაგზავნით, როდესაც პარლამენტი შედგება“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს არ სურს რომ პარლამენტი შედგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს პარლამენტი ფიზიკურად ვერ შედგება. თუ შედგებოდა ეს პარლამენტი ხელფასის გამოყენებას პირადი მოხმარებისთვის მაინც არ ვაპირებდით.

ჩვენ ვმსჯელობდით მაგალითად იმაზე, რომ ჯედები გამოგვესყიდა. ჩვენ პარლამენტში რომც ვყოფილიყავით მაინც არ ავიღებდით ხელფასს“, - დასძინა ვახო მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სადეპუტატო ხელფასი ჩაერიცხა „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას. ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ანაზღაურება პარლამენტს უკან დაუბრუნა.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 პარლამენტის აპარატი: დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვა კანონის დაცვით მოხდა

🧐 უდუმაშვილი სადეპუტატო ხელფასზე: ვიმსჯელებთ თუ რა მიმართულებით მივმართავთ თანხებს