მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს დაველაპარაკო

გირჩის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ გეგმავს შეეხმიანოს მიხეილ სააკაშვილს და მას სასაუბროდ მის ონლაინ გადაცემაში დაპატიჟებს.

„ახლა ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს დაველაპარაკო და მოვძებნო საერთო ენა, მას ავუხსნა რაღაცეები“.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ერთადერთი ადამიანი რომელიც ფიქრობს და გადაწყვეტილებებს იღებს არის მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით ეს საკითხი, მეუღლესთან განიხილა.

„ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ვიღაცას უნდა ადარდებდეს ქვეყანაში ოპოზიციის ბედი და როგორც ჩანს, ეს ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამაზე რაღაცას ფიქრობს და გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, არის მიხეილ სააკაშვილი და დაველაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში 2 თებერვალს უყრიან კენჭს.