მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი განცხადებით, უმრავლესობის წევრებმა, covid-19-თან საბრძოლველად შექმნილ ფონდში სოლიდური თანხა ჩარიცხეს

ვიცე-სპიკერი ოცნების ოფისთან 2019

გიორგი ვოლსკი: თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავზე, ისე მთელ საზოგადოებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, covid-19-თან საბრძოლველად შეიქმნილ ფონდში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩარიცხეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის განცდა მთელ საზოგადოებას გადაედოს და არა მარტო "ქართული ოცნების" წევრებს.

"მხედველობაში მაქვს საზოგადოების გაერთიანება ერთი კარგი სიტყვის გარშემო, რასაც ჰქვია, საქართველო უპირველეს ყოვლისა", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკის განაცხადებით, დღეს თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს როგორც საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებზე, ისე მთელ საზოგადოებაზე.

"ეპიდემია, უხილავი მტერი საკმაოდ ძნელი საბრძოლველია. ვფიქრობ, პატიოსნებაა აქ მთავარი. პატიოსნებაში ვგულისხმობ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ახალიკორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში ამ წუთისთვის 21 039 092 ლარია მობილიზებულია.

საქართველოში covid-19-ის შიდაგადადების ეტაპი დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით 21 მარტიდან ერთი თვის ვადით გამოცხადებულის საგანგებო მდგომარეობა.