მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვოლსკი: სააკაშვილი ხიბლის ცოდვითაა შეპყრობილი

გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან, 20 ივლისი 2020 წელი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადი ამბიცია აქვს და უნდა ამას ყველა, მათ შორის, მისი გუნდის წევრებიც დაუქვემდებაროს.

ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილი არაადეკვატური ადამიანია, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით.

სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ინტენსიურად უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, „ევროპული საქართველოც“, მისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია და უნდა, ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას და ხელი მოაწერინოს კიდევ ერთხელ და ათასჯერ იმ სისხლიან დანაშაულებებზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა. ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით. ესაა ის რეალობა, რომელსაც დღეს ვუყურებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება, იყოს პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში.

„განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტიკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ერთი პიროვნება. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება გადარჩენა, მობილიზება, ძალიან სწრაფი მოქმედება. ამ არჩევნებზე ივანიშვილს წერტილი უნდა დავუსვათ და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა აღმშენებლობა“,- ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.