მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

World Military აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

World Military-ს განმარტება

Facebook გვერდი World Military აზერბაიჯანული სააგენტოს haqqin.az-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

World Military წერს, რომ ნარიმან ნარიმანივის ძეგლის აღების მოთხოვნა გახდა პროვოკაციის მიზეზი. World Military ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტო haqqin.az ასევე ძალიან ხშირად მოიხსენიებს გარეჯის კომპლექს აზერბაიჯანის კუთვნილებად და მეტიც, ქართველებს ადანაშაულებს გარეჯში გამართული შეკრებებისას აზერბაიჯანის სუვერენიტეტის დარღვევაში.

World Military-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ხაზგასმით ნათქვამია, რომ საქართველომ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად აკრძალა სომხეთისთვის საბრძოლო ტვირთების სატრანზიტო მიმოსვლა.

„მოკლედ დღეს ,,აზერბაიჯანულ" სააგენტო haqqin.az-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც თითქოსდა სერბეთმა საქართველოს გავლით სომხეთში ნაღმტყორცნები ჩაიტანა, რომლითაც შემდგომ ტავუშის პროვინცია დაიბომბა და აგრეთვე თითქოსდა რუსი სამხედროები, გრადის ტიპის რაკეტები და სხვა სამხედრო საშუალებები, ავტობუსებითა და კამაზებით გადაიყვანეს სომხეთში საქართველოს გავლით, მინდა მცირე ინფორმაცია მოგაწოდოთ, კერძოდ: დავიწყოთ haqqin.az-ით, აღნიშნული სააგენტო დაარსდა 2012 წელს გამოცემის დამფუძნებელი, ევნულა ფატულაევი 4 წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. ფატულაევი, რომელიც მანამდე მედიის თავისუფლებისთვის იბრძოდა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2007 წელს, ტერორიზმის და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. 2011 წელს ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო დატოვა. ფატულაევი პროსახელისუფლებო ჟურნალისტად იქცა. Amnesty International-მა, რომელიც წინა წლებში მის უფლებებს იცავდა, ფატულაევთან თანამშრომლობა შეწყვიტა. სააგენტო გახლავთ მხოლოდ რუსული ვერისია, ზის რუსულ ,,დომეინზე" ამის დასადასტურებლად მარტივად შეგვიძლია ვნახოთ რუსული საიტების რეიტინგის მთვლელი liveinternet.ru სადაც ყველა რუსული საიტის ან რუსულ დომეინზე მყოფი გვერდების სტატისტიკაა მოცემული, სადაც ასევე მარტივად ვიპოვით haqqin.az-ს.

გავაგრძელოთ სერბული ნაღმტყორცნებით, საქართველომ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად აკრძალა სომხეთისთვის საბრძოლო ტვირთების სატრანზიტო მიმოსვლა, ძირითადად აღნიშნული ფაქტი ეხება რუსეთს, ამის დასადასტურებლად ასევე მარტივად შეგვიძლია გამოვიყენოთ live რადარები სადაც ჩანს რუსული სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავების მიმოსვლა სომხეთში არა საქართველოს არამედ ირანის გავლით, შესაბამისად მარტივი მისახვედრია, რომ სერბეთიც თუ რეალურად მოხდა აღნიშნული ფაქტი გამოიყენებდა აღნიშნულ საჰაერო გზას, ან არსებობდა მეორე ალტერნატივა თურქეთის გავლით, თურქეთი კი როგორც ვიცით აზერბაიჯანის მოკავშირეა და როგორც haqqin.az-ის განცხადებაშია ნათქვამი მათ ეს ინფორმაცია აქვთ სამხედრო წყაროებიდან შესაბამისად ეს უნდა სცოდნოდა თურქეთსაც, რის შემდეგაც არ დაუშვებდა აღნიშნული ნაღმტყორცნების გატარებას! გადავიდეთ თითქოსდა სომხეთში რუსული კამაზებით და ავტობუსებით რუსი სამხედროების და ტექნიკის გადაყავანა მოხდა საქართველოს ტერიტორიიის გამოყენებით, ამის დამადასტურებლად კი აზერბაიჯნაულ ფეისბუკ სივრცეში ვრცელდება კადრები, რომელიც არის 2 წლის წინანდელი და არის გიუმრში გადაღებული. გავაგრძელოთ ყველაზე მთავარით, რაც კიდევ უფრო რეალურს ხდის აღნიშნულ დეზინფორმაციას და პროვოკაციას სტატიაში წერია შემდეგი რამ ,,მაგრამ საქართველოდან ასევე ვიღებთ უწყვეტ პროვოკაციებს კეშიკიჩი-დაღში (დავით გარეჯის მონასტერი), მეორე აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლის, ნარიმან ნარიმანოვის კრიტიკას, მისი ძეგლის დემონტაჟის მუდმივი მოწოდებების და, საბოლოოდ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართული მედიებში, რომლებიც მიმართულია აზერბაიჯანის ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ". ჩემი სუბიექტური აზრით სწორედ ნარიმან ნარიმანივის ძეგლის აღების მოთხოვნა გახდა აღნიშნული პროვოკაციის მიზეზი, რომ აღარაფერი ვთქვათ გარეჯის აზერბაიჯანად მოხსენიებაზე. ახლა კი ოდნავ წარსულში გადავიხედოთ, აღნიშნულ სააგენტოს არაერთი პროვოკაციულ დეზინფორმაციული სტატია აქვს მიძღვნილი საქართველოზე კერძოდ, 2016 წლის სომხურ-აზერბაიჯანულ სამხედრო დაპირისპირებას დაემთხვა სტატია ქართულ ეკლესიაზე, სადაც თითქოსდა ნახსენები იყო ეკლესიის მიერ სომხურ-ქართული ქორწინების აკრძალვა და სომხური ეკლესიების დანგრევაზე, პატრიარქის და ეკლესიის მიერ ბრძანების გაცემა, სადაც ასევე ქართულ მხარეს უწონებდა არატოლერანტულობას სომხების მიმართ, ალბათ მარტივად მიხვდებით, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და აღნიშნული იყო დეზინფორმაცია!

აღნიშნული სააგენტო ასევე ძალიან ხშირად მოიხსენიებს გარეჯის კომპლექს აზერბაიჯანის კუთვნილებად და მეტიც, ქართველებს ადანაშაულებს გარეჯში გამართული შეკრებებისას აზერბაიჯანის სუვერენიტეტის დარღვევაში. სამწუხაროდ საქართველოში, ბევრი გამოჩნდა ისეთი, რომელმაც აღნიშნული დეზინფორმაცია დაიჯერა და რეალობად აღიქვა და ეს ვის აწყობს ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა რუსეთს, ხოლო რა კავშირშია Haqqin.az-ი უკვე აღვნიშნე, ამიტომ ჩემი მცირე კვლევით მინდა ოდნავ მაინც გაგიქარწყლოთ აღნიშნული ინფორმაციის სინამდვილედ აღქმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.