მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკალიანი: ველით საქართველოში პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს

დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ბრიფინგზე

საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

„ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.