პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან ოკუპაციის საკითხები განიხილა

აბაშიძე-კარასინს შორის
ონლაინ შეხვედრა გაიმართა
1606498730
დაკოპირებულია

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა ზურაბ აბაშიძემ  და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრთან გრიგორი კარასინთან ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ამავე ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფას აგრძელებს, რის გამოც აღნიშნულ რეგიონებთან მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყვეტილია.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე, რაც ქართული მხარის შეფასებით დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს. ამ საკითხებზე უფრო დეტალური საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გაიმართება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ პერიოდში გარკვეულწილად შემცირდა, რაც პანდემიითაა გამოწვეული. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმებას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესში იყო ნელი პროგრესი. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია.

ასევე ითქვა, რომ რუსეთის მხარე 2021 წლიდან გეგმავს ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციას, სატრანსპორტო მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, პრაღის ფორმატში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

მინისტრი ტრიბუნასთან

„ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება რუ...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯარის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

1611764763

„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

1611762234

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. 

1611760744

„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

1611759398
ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირება, უკანა ტანიდა...

ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

1611757957
1611753806
„ვაქცინა იმედის წყაროა, მომავალ თვეში ვე...

 „ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობა, მხოლოდ მორალური აუცილებლობა არ არის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ვახო მეგრელიშვილი: ვფიქრობ, მიხეილ სააკა...

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ გეგმავს შეეხმიანოს მიხეილ სააკაშვილს და მას სასაუბროდ მის ონლაინ გადაცემაში დაპატიჟებს.

1611753520
მარიამ ქვრივიშვილი: ვაქცინაციისთვის საქა...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.