მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო გათავხედდება

ზურა ჯაფარიძე

„დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება სისუსტის დემონსტრირება ოპოზიციის მხრიდანაც“,- ასე ეხმიანება ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის განცხადებას, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერის შესახებ.

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ლიდერი აცხადებს, რომ 5-პუნქტიან დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებს, რადგან ეს, ოპოზიციის მხრიდან, სისუსტის დემონსტრირება იქნება.

ჯაფარიძის განმარტებით, დოკუმენტი ქვეყანაში შექმნილ კრიზისს ვერ განმუხტავს. ის არ გამორიცხავს, რომ ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ოპოზიციის მისამართით, გარკვეული მოწოდებები მოვისმინოთ, თუმცა, ჯაფარიძის თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის ოპოზიციის მოსაზრება უკვე ცნობილია.

„რაღაც თვალსაზრისით კი უკან დახევაა მათი მხრიდან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რაღაც წნეხი წამოვიდეს ოპოზიციის მისამართით, მაგრამ მათთვის სიურპრიზი არ იქნება ოპოზიციის მოსაზრება.

ეს დოკუმენტი ვერ განმუხტავს ქვეყანაში არსებულ კრიზისს. ეს დოკუმენტი არის ბევრად უარესი, ვიდრე იყო პირველი, ან მეორე ვერსია. მომლაპარაკებლები ცდილობდნენ, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო რაღაც ისეთი, რომელზეც „ოცნება“ მაინც მოაწერდა ხელს.

ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო გათავხედდება. ამ დოკუმენტს ის უყურებს, როგორც სისუსტეს დასავლელი მეგობრების მხრიდან. ამაზე ხელის მოწერა იქნება სისუსტის დემონსტრირება ოპოზიციის მხრიდანაც. შესაბამისად, მე ამ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერ“,- განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა.

აგრეთვე იხილეთ:

📌20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული ამნისტია, პროპორციული არჩევნები - რა პუნქტებზე აწერს ხელს მმართველი გუნდი?