„ჩემი აზრით, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება, ვადამდელი არჩევნების თანაზომადი იყოს, მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა“ , - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
„ბოიკოტი არის მნიშვნელოვანი მექანიზმი და კარგია, რომ მთელი ოპოზიცია ახლა არის ერთიანი და ბოიკოტის რეჟიმშია, მაგრამ ჩემი აზრით, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება თანაზომადი იყოს ვადამდელი არჩევნების. მაგალითად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას არ ეღირსა.
ცხადია, თავისი გარანტიებით, რომ ეს რეფორმა ისე ჩატარდება, როგორც ამაზე ხელი მოაწერა ბევრმა პარტიამ. უბრალოდ, ეგ ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ხელისუფლების დათმობას, რაზეც მე არა მგონია, რომ ის წამოვიდეს.
კითხვა დამისვეს და ამ კითხვაზე ვუპასუხე, რომ კი, ეგეთი ვერსიები არსებობს, უბრალოდ, ყველა მათგანი ნიშნავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების დათმობას. ჩემი აზრით, ის ამას არ იზამს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების მისაღებად განაცხადების მიღება 20 თებერვლამდე გაგრძელდება, ხოლო 28 თებერვლიდან დაიწყება თანხის გაცემა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ხვალ, 16 იანვარს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყრილობას გამართავს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაძლებლობა აქვს გარანტირებულად ხარისხიანი ვაქცინა მიიღოს.
„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის განცხადებით, კომპანიები თანამშრომლებს ფორმალურად ათავისუფლებენ სამსახურიდან, რათა მათ სახელმწიფოსგან დახმარება მიიღონ და ბიუჯეტი დაზოგონ. ირაკლი პეტრიაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს რეაგირებას სთხოვს.
ექსპერტების თქმით, ინფიცირებული ადამიანები, რამდენიმე თვის განმავლობაში დაცულები იქნებიან რეინფექციისგან, თუმცა დაავადებულებს შეუძლიათ ვირუსის ტარება ცხვირ-ხახაში და ამიტომ ისინი წარმოადგენენ სხვა ადამიანებისთვის ინფიცირების რისკს, - ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.