მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში ორი „გირჩი“ იქნება

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

„26-ში 15:00 საათზე იქნება ყრილობა, სადაც ახალი „გირჩი“ დაფუძნდება. სახელიც იგივე იქნება, ლოგოც იგივე იქნება და ორი გირჩი იქნება ქვეყანაში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ახალ პარტიასაც, ძველის მსგავსად, „გირჩი“ ერქმევა.

„იქნება კონკურენცია და საბოლოო ჯამში, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს. პარტიას „გირჩი“ ერქმევა, ორი „გირჩი“ იქნება, რაც შეეხება საავტორო უფლებებს სახელთან დაკავშირებით, არ ვაღიარებთ ეგეთ რამეს, არც მე და არც ისინი“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც მან განმარტა, ეს არ არის იმის დატესტვა, თუ ვის უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ მას და მის ყოფილ თანაგუნდელებს „გირჩის“ განვითარებასთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ.

👉 ინფორმაციისთვის, 4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტია „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობა შეწყვიტა.