მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის გაუქმების შესახებ პარლამენტს ინდივიდუალურად მიმართა

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი

პარტია „გირჩის“ ყოფილმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში მანდატის გაუქმებაზე ინდივიდუალური განცხადება შეიტანა. 

„მე იმავე რეჟიმში ვარ, რაშიც არის მთელი ოპოზიცია. უბრალოდ პერსონალურად ვაუქმებ მანდატს და გავივლი ყველა იმ პროცედურას, რომელიც საჭიროა, „გირჩის“ თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია და პარტიული სიის ჩახსნაზე გადაწყვეტილება მისი მისაღებია. „გირჩი“ გაიყო და აქედან გამომდინარე, თუ რაიმე შანსი მაინც არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში 100-ზე მეტი დეპუტატი შევიდეს და შეთანხმების მიღწევა შეიძლება, მანამდე ისინი სიის ჩახსნას არ აპირებენ, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე ცალკე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შეუძლებელია იმის განსაზღვრა რა დროში შეიძლება დასრულდეს ხელისუფლებასთან ოპოზიციის მოლაპარაკებები.

„მოლაპარაკების მაგიდა სანამ არსებობს, მანამდე არის რამის მიღწევის შანსი, თუმცა ეს პროცესი შესაძლოა გაზაფხულამდე გაიწელოს“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

👉 საპარლამენტო მანდატებზე უარის პროცედურის დასასრულებლად პარტიების არჩეულმა დეპუტატებმა განცხადებები ინდივიდუალურად უნდა დაწერონ.