მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას: სადაც ევროკავშირის გირაო „გეპაზორება“, იქ „ოცნების“ მიერ მიღებული ამნისტია, რა საკადრისია შენთვის?

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე Pia.ge

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიას შეწყალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„#არგამოხვიდე. სადაც ევროკავშირის გირაო „გეპაზორება“ ნიკანორ, იქ ოცნების მიერ მიღებული ამნისტია, ანუ პატიების გუჯარი რა საკადრისია შენთვის?“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.