მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის შენობა

დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე, პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, რიგგარეშე სხდომის ერთ-ერთი მთავარი დატვირთვა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა იქნება.

ცვლილებების დასამტკიცებლად,113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.