მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3% რომ ავიღოთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მაინც არ დაინიშნება“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე გავლენა ვერ ექნება.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბერში „ლელოს“ მსგავსად 3%-იც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები მაინც არ დაინიშნება.

„თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ 3% „ლელოსავით“, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და 93% რომც ავიღოთ, მაინც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეგნებულად არ მოაწერა ხელი შეთანხმებას და შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირსა და აშშ-ს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

👉 „გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით“ - ევროპარლამენტარები

👉 „ჩემს ვალდებულებას, რომ ჩამოვიდე რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ“ - სააკაშვილი (ვიდეო)