მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აპატურაი: რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრევენცია მოახდინოს

აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს

„რუსეთს არ აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს გაწევრიანების პრევენცია მოახდინოს“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, არსებობს გარკვეული პრობლემები თუ რატომ არ არის დღეს საქართველო ნატოს წევრი და ეს საქართველოსაც კარგად ესმის.

„მნიშვნელოვანია ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოთ საქართველოზე სასაუბროდ, რომ საკითხი მუდამ დღის წესრიგში იდგეს. საქართველოს საკითხზე ჯერ არ გვაქვს კონსენსუსი მიღწეული. არსებობს გარკვეული პრობლემები თუ რატომ არ არის დღეს საქართველო ნატოს წევრი.

ეს საქართველოსაც კარგად ესმის. ქართველმა დიპლომატებმა აქტიურად უნდა იმუშაონ, ყველა კარზე უნდა დააკაკუნონ, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, რა თქმა უნდა ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ რუსეთს არ აქვს ექსკლუზიური უფლება საქართველოს გაწევრიანების პრევენცია მოახდინოს“, - აღნიშნა აპატურაიმ.