მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავითარი კავშირი არჩევნებთან არ აქვს “ - კობახიძე პრემიერის ინიციატივაზე

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულს არავითარი კავშირი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან.

„მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, მაგალითად, სექტემბერში გაკეთდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. თავისთავად ამ თარიღიდან ჩანს ის, რომ არავითარი კავშირი ამას არ აქვს არჩევნებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ყველა ჯარიმა უქმდება

🔴 ახლა ვიღაც იტყვის, ვიცოდით, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდაო. ე.ი. იცოდით და ხელისუფლების იმედი გქონდათ? - გია გაბრიჭიძე

🔴 ამირან სალუქვაძე: საზოგადოებაში იყო განწყობა, რომ გამოცხადებულიყო ჯარიმებზე ამნისტია და კარგია, რომ ხელისუფლებამ ეს გაითვალისწინა