მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი“ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი Pia.ge

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ასეთი დიქტატორი მმართველი, როგორიც ეს ტრამპის საჩუქარი ელჩია საქართველოსთვის, არც როსტომ ხანი ყოფილა და არც ვირონცოვ-დაშკოვი.

ნახეთ ერთი, რა ბრძანებებს იძლევა. საინტერესოა, სად იპოვა ბიძინამ ასეთი კანდიდატურა ამხელა ამერიკაში? ჩემი მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთელი საარჩევნო გაყალბების სქემა განსაკუთრებით „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ პირადად მასთან იყო შეთანხმებული და სწორედ მისგანაა ვიზირებული.

ამიტომ მოიკლა თავი და აიძულა ოპოზიციის ნაწილი, სამარცხვინო ულტიმატუმზე მოეწერათ ხელი“, – წერს შალვა ნათელაშვილი ფეისბუქზე.