მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

სახ. დეპარტამენტი მოუწოდებს დიპლომატებს

„ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებას და თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენ ასევე მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, მიაწოდოს აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის წყალობითაც განხორციელდება ჰუმანიტარული განაღმვა და თავიდან იქნება აცილებული სავარაუდო მსხვერპლი მომავალში“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ მადლობას მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას ამ ზომების მისაღწევად შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის - ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს.

ამერიკის შეერთებული შტატები სიხარულით უჭერს მხარს ნაბიჯებს და გამოთქვამს იმედს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება შემდგომ თანამშრომლობას. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა ტყვის დაბრუნებისკენ და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და მოაგვარონ გადაუჭრელი საკითხები.

გარდა ამისა, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, რათა განიხილონ კონფლიქტის ამომწურავი პოლიტიკური მოგვარების საკითხი“- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“- ენტონი ბლინკენი