მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი დაესწრებიან

ზელენსკი, სანდუ, მიშელი

19 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნება. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვლენ.

კონფერენციის მთავარი თემა ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

მეორე პანელზე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე.

ინფორმაციისთვის, კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. კონფერენციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას.