მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერამ სრულიად შეცვალა დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში, დელეგაცია დელეგაციაზე აშშ-ის მხრიდან არის დასტური, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროდასავლურ შეთანხმებას მივაღწიეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ფილიპ რიკერთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, ამერიკელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს.

„მინდა, გულწრფელად ვთქვა, რომ ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი უნდა გვქონდეს. საქართველოდან გაისმა ახალი თაობის ოპოზიციური ხმა, ეს ახალი თაობის ოპოზიციური ხმა არის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერები, ვინც ფაქტობრივად ვიხსენით ქვეყანა, და არ მომერიდება ვთქვა, არათუ პოლიტიკური, არამედ სტრატეგიული, რეგიონული კრიზისისგან.

მთავარი საკითხი არის შარლ მიშელის დოკუმენტი და ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ დოკუმენტმა მოგვცა.

შარლ მიშელის დოკუმენტის სახით ჩვენ გვაქვს დაჩქარებული ინტეგრაციის გზა როგორც ამერიკისკენ და ნატოსკენ, ისე ევროპისკენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.