მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიპატიჟებულია და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც საქართველოს აქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანიის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება - სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.