მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს ბატონი მელია რასაც იმსახურებს პარლამენტის შტურმის გამო, იქნებოდა მისჯილი“ - გიორგი გახარია (ვიდეო)

გიორგი გახარია

ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე TV პირველის გადაცემაში ისაუბრა.

მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილება არ ავალდებულებდა სახელმწიფოს მის აღსრულებას მომენტალურად.

„ამისთვის იყო სპეციალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველანაირი ექსცესების და აი, ამ ცირკის გარეშე, რომელიც მოაწყვეს პარტიის შენობაში შეჭრით, ამის გაკეთება იყო შესაძლებელი და დღეს ბატონი მელია რასაც იმსახურებს პარლამენტის შტურმის გამო, იქნებოდა მისჯილი.

ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ მინისტრი მივიდეს სასამართლოზე, მისცეს ჩვენება და გავიგებთ, იქ რა იყო სიმართლე.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ თუ პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები ვართ, ჩემი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რა დონით ვენდობი, ან არ ვენდობი - ეს ჩვენთვის სავალდებულოა, ჩვენ სხვა უკეთესი სასამართლო არ გვყავს და ჩვენ თუ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, დავანგრევთ სახელმწიფოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.