მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენმ თინა ბოკუჩავას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო ეთიკის საბჭოს მიმართავს

პარლამენტარი ჟურნალისტებთან 2019

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს და თინა ბოკუჩავას მიმართ სხდომათა დარბაზში განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ძალადობრივი ჯგუფები ერთი მედლის 2 მხარეს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომაც არ სჯის დამნაშავე მოძალადეებს ხელისუფლება:

„რატომ არ დაისაჯა ძალადობის მომწოდებელი ფალავანდიშვილი, მახარაძე, მორგოშია, იმიტომ რომ ბატონი გომელაური, ბატონი ღარიბაშვილი და ეს მოძალადეები, ერთი მედლის ორი მხარეა. დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნების სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებს არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ სხდომათა დარბაზში დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას ტრანსფარანტი ჩამოართვა, შემდეგ კი თინა ბოკუჩავა ადგილიდან ძალის გამოყენებით შალვა პაპუაშვილმა გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ მედიის საპროტესტო ბანერების გამო პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ იმყოფებოდა.

მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ჟურნალისტებმა საპროტესტო პლაკატების გაშლით გამოსვლა შეაწყვეტინეს, რის შემდეგადაც სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული.