მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო ბაიდენის მხრიდან, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი კვირა არ გავიდოდა, რომ არ ეხსენებინათ“ - სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„ის რაც ხდება სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე, ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო ამერიკის პრეზიდენტის მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს.

სააკაშვილის თქმით, ის რაც ხდება სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ „საქართველოს არამხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება მსოფლიო რუკიდან.“

„თვალყურს ვადევნებდი ბაიდენის პრესკონფერენციას და საერთოდ ამ დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს. ის რაც ხდება სრულიად უპრეცედენტო კატასტროფაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციებზე, ამერიკის პრეზიდენტის მიერ ერთხელ არ ხსენებულა სიტყვა საქართველო და საერთოდ აღარ მოიხსენიებენ პრობლემათა რიგში რუსეთთან მიმართებით.

ეს არის ყველაზე სახიფათო და პირდაპირ, რომ ვთქვათ გვიქადის მსოფლიო რუკიდან უახლოეს პერიოდში გაქრობას. საქართველოს არამხოლოდ იცლება ხალხისგან, არამედ საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება მსოფლიო რუკიდან, თუ ჩვენ ესენი დროზე არ მოვაშორეთ. ამით პირადად ვარ დაკავებული, ისე როგორც არასდროს.

მხოლოდ საქართველოს მტერს და ბრიყვს უნდა უნდოდეს ამ სიტუაციის შენარჩუნება. კვირა არ გავიდოდა საქართველო, რომ არ ეხსენებინა ამერიკის პრეზიდენტს, როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში“, - აცხადებს სააკაშვილი.